Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

10/10/2020 07:14:15 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს, რეგიონი კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ლიდერობს.

მისივე თქმით, ინფექციის შემთხვევებმა დაიკლო თბილისშიც. გუშინ დედაქალაქში 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს კი – 137.

რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 222

თბილისი – 137

იმერეთი – 99

ქვემო ქართლი – 31

სამეგრელო–ზემო სვანეთი –5

შიდა ქართლი – 7

კახეთი – 3

მცხეთა–მთიანეთი – 10

გურია–10

სამცხე–ჯავახეთში –1

იმპორტირებული შემთხვევა – 4

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 253 პირი, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 11 271 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6 119 გამოჯანმრთელდა, ხოლო 78 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S