საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 200–ს გადააჭარბა
10/10/2020 07:12:59 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 253 პირი, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 11 271 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6 119 გამოჯანმრთელდა, ხოლო 78 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


