Accentnews.ge
გამყრელიძე: „ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს"

გამყრელიძე: „ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს"

09/10/2020 15:49:37 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებეზე მსჯელობა მიმდინარეობს და საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს, 12 ოქტომბერს იმსჯელებს.

„ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, საკოორდინაციო საბჭოზე ორშაბათს იქნება მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა შეზღუდვები, ან რა ფორმით“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ქვეყანაში გაფართოებული ტესტირების მაჩვენებლით კმაყოფილია:

„გარკვეულ ქალაქებსა და ჯგუფებში ტესტირება შესაძლებელია გაფართოვდეს უფრო მეტი რისკ–ჯგუფისთვის. ამასთან ერთად, ინტენსიურად ვატარებთ სწრაფ ტესტირებას, დღევანდელი დილით 376 ათასი ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული ტესტია ჩატარებული. დღიური მაჩვენებელი აქ ჩვენ გვაქვს 1611. სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი გაზრდილია“.

განახლება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, Facebook ლაივში ფართომასშტაბიან შეზღუდვებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები არ იგეგმება. როგორც გამყრელიძემ განმარტა, იქ, სადაც საჭირო იქნება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 752 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 866 გამოჯანმრთელდა, ხოლო 72 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 338.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S