თბილისის 32-ე სკოლაში COVID-19–ის შემთხვევები დადასტურდა
09/10/2020 15:40:23 საზოგადოება
თბილისის 32-ე სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეს და სკოლის დირექტორის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
როგორც სკოლის დირექტორმა ნინო კაშიამ "ფორმულასთან" განაცხადა, სკოლა სწავლებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს, სკოლის თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ცნობისთვის: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესი სკოლებში აღდგა. მანამდე ამ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
29 სექტემბერს, საქართველოს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. უწყების განმარტებით, ყველა მასწავლებელი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.


