Accentnews.ge
ვის მოიაზრებენ რისკ–ჯგუფში, ვისთვისაც გრიპის ვაქცინა ურიგოდ იქნება ხელმისაწვდომი

ვის მოიაზრებენ რისკ–ჯგუფში, ვისთვისაც გრიპის ვაქცინა ურიგოდ იქნება ხელმისაწვდომი

09/10/2020 14:20:57 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, საქართველოში პირველ ეტაპზე გრიპის 300 ათასამდე ვაქცინა შემოვა და ის პირველ რიგში, რისკ ჯგუფებს მოხმარდება.

როგორც წოწკოლაურმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გრიპის ვაქცინის შემოტანა შემდგომშიც გაგძელდება.

“დღეის მდგომარეობით, გრიპის ვაქცინაში გადახდილია 18 მილიონ ლარამდე. ვაქცინა საქართველოში ეტაპობრივად შემოვა. პირველ რიგში, ვაქცინა მოწყვლად ჯგუფებს მოხმარდება და შემდგომ გავრცელდება ფართო საზოგადოებაზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის: რისკ–ჯგუფებში შედიან ბავშვები, ასაკოვნები და ფეხმძიმეები.

7 ოქტომბერს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტი არ შეიქმნება.

„მოწოდება [ვაქცინის] ეტაპობრივად დაიწყება შემდეგი კვირიდან. დამატებითი მოცულობის შესყიდვა განვახრციელეთ და კიდევ ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ შეიქმნება, უბრალოდ, ამას ეტაპობრივი მიდგომა სჭირდება და არანაირი პანიკის აუცილებლობა არაა. გრიპის სეზონი საქართველოში ნოემბრის მეორე ნახევრიდან იწყება, შესაბამისად, საკმაო დრო გვაქვს, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ და სახელმწიფოს ვალდებულებებიც შევასრულოთ“,– განაცხადა გახარიამ.

ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები მოქალაქეებს, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში მყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, რათა კორონავირუსული პანდემიის პირობებში, ორი ვირუსის ზედდება არ მოხდეს. მედიცინას ამ ეტაპზე მსგავსი შემთხვევების ფართო გამოცდილება არ აქვს და არ არის ცნობილი, რა ტიპის გართულებებს იწვევს ორი ვირუსის თანხმევდა.

ცნობილია, რომ კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაში მაღალი რისკის ჯგუფში ასაკოვნები და სხვადასხვა დაავადებების მქონე პირები არიან: როგორც განმარტავენ, საქართველოში COVID-19–ით გარდაცვლილებს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, მდგომარეობა კი ვირუსმა კიდევ უფრო გაართულა.

განახლება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის 25 000 ვაქცინა ქვეყანაში ხვალ დილით შემოვა და ორშაბათიდან განაწილდება, ხოლო 110 000 დოზა – 20-დან 27 ოქტომბრამდე.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წელს მსოფლიო ბაზარზე დასავლური წარმოების ვაქცინების დეფიციტია, ამიტომ სახელმწიფო ჯამში 250 000-მდე დოზა ვაქცინას შეიძენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა კი დააზუსტა, ვინ შედის რისკ–ჯგუფში:

"ვფიქრობ, პირველი 25 ათასი დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალეზზე მყოფი პაციენტებისა და მათი მომვლელი პერსონალის, აივ ინფიცირებული პაციენტების, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურე პერსონალის ასაცრელად. ესაა ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარონ ვაქცინა“,- განაცხადა ზახაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S