Accentnews.ge
„ნარტიკმა ლეიკემია დაამარცხა და ჩვენს აფხაზეთში სითბო და სიყვარული გავატანეთ“

„ნარტიკმა ლეიკემია დაამარცხა და ჩვენს აფხაზეთში სითბო და სიყვარული გავატანეთ“

09/10/2020 13:50:21 საზოგადოება

ნარტიკმა ლეიკემია დაამარცხა და დღეს გავაცილეთ სოხუმში, ჩემს, ჩვენს აფხაზეთში, გავატანეთ სითბო და სიყვარული, – წერს სოციალურ ქსელში დედა თინათინ ჩხვიმიანი, ბერი ანდრიას ფონდის დამაარსებელი, რომელიც სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

დედა თინათინი იაშვილის კლინიკის მედპერსონალს ბავშვის სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

"ნარტი აფხაზეთიდან რომ ჩამოიყვანეს, ლეიკემიის რთული და მძიმე ფორმა ჰქონდა. მთელი მკურნალობა გადასარევად გადაიტანა. ბოლო ოთხი თვე ჩვენთან კვლევების რეჟიმში იყო და გვითხრეს, რომ მას შეუძლია, სახლში დაბრუნდეს. ისე შევეჩვიე… გამოჯანმრთელდა და დღეს წავიდა სოხუმში.

ასეთ მძიმე დაავადებას რომ ამარცხებენ და მერე გამოჯანმრთელებულ ბავშვს ვხედავ, ისე მიხარია და ისე ძალიან ბედნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენთ.

და როცა უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვს სახლში ვუშვებთ, ყოველთვის მაქვს გამარჯვების შეგრძნება. ვთვლი, რომ მე და მამა ანდრიამ გავიმარჯვეთ",– ამბობს თინათინ ჩხვიმიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S