Accentnews.ge
თურქეთის განცხადებით, ყარაბაღის ზავის მცდელობები მარცხისთვისაა განწირული, თუ სომხური ძალები კონფლიქტის ზონას არ დატოვებენ

თურქეთის განცხადებით, ყარაბაღის ზავის მცდელობები მარცხისთვისაა განწირული, თუ სომხური ძალები კონფლიქტის ზონას არ დატოვებენ

09/10/2020 13:58:42 მსოფლიო

თურქეთის განცხადებით, საფრანგეთის, აშშ–სა და რუსეთის მცდელობები, ზავით დასრულდეს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირება მარცხისთვისაა განწირული, თუ სომხური ძალები კონფლიქტის ზონას არ დატოვებენ.

ანკარამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მინსკის ჯგუფი და განაცხადა, რომ ჯგუფის წევრებმა (აშშ, საფრანგეთი, რუსეთი) 30 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთეს რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

"თურქეთს შექმნილი ვითარების დიპლომატიური გზით გადაჭრა სურს. თუმცა თუ მინსკის ჯგუფი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას გააკეთებს და არ იმუშავებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, ეს იგივე იქნება რაც 30 წელია, გვესმის. თუ ჯგუფი ვერ წარმოადგენს ოკუპაციის დასრულების დეტალურ გეგმას, ზავის მცდელობები მარცხისთვისაა განწირული", – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა.

ცნობისთვის: დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში მიიწვია.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბაქომ და ერევანმა მოსკოვში დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს

ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S