Accentnews.ge
მერკელმა და გერმანული ქალაქების მერებმა მკაცრი შეზღუდვების შემოღების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

მერკელმა და გერმანული ქალაქების მერებმა მკაცრი შეზღუდვების შემოღების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

09/10/2020 13:32:52 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა და ქვეყნის 11 დიდი ქალაქის მერმა მკაცრი შეზღუდვების შემოღების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც მერკელმა განაცხადა, შეზღუდვები ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ, 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 50–ს გადააჭარბებს.

მისივე თქმით, შეთანხმება სხვადსხვა სახის შეზღუდვებს, მათ შორის ღია და დახურულ სივრცეში პირბადეების ტარებას, შეკრებების აკრძალვას და ალკოჰოლურ სასმელების რეალიზებაზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაჩერება თავიდან ავიცილოთ", – განაცხადა მერკელმა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლოთარ ვიელერი არ გამორიცხავს, რომ გერმანიაში ახალი კორონავირუსის გავრცელება უკონტროლო გახდეს.

"არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენების მომავალში. შესაძლოა, დღეში 10 000–ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს. შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელება უკონტროლო გახდეს. ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება", – განაცხადა ვიელერმა 8 ოქტომბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ძალიან მაშინებს სადღეისოდ არსებული ვითარება, გთხოვთ დაიცავით რეკომენდაციები", – მიმართა მან მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გერმანიაში Covid-19–ის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსს 9 600–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 300 000–ზე მეტი შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S