ბათუმში სათნოების სახლში მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა
09/10/2020 11:07:48 საზოგადოება
ბათუმში სათნოების სახლ "სავანეში" მცხოვრებმა 11-მა ხადაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა.
ამჟამად სათნოების სახლში მცხოვრები 10-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
9 ოქტომბერს კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 190 აჭარაში, ხოლო 179 თბილისში გამოვლინდა. 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, 72 გარდაიცვალა.


