Accentnews.ge
„ციხეში პირველი დღეები ყველაზე მძიმეა“ – ხოშტარია კარტოგრაფებისთვის წერილების მიწერის ინიციატივით გამოდის

„ციხეში პირველი დღეები ყველაზე მძიმეა“ – ხოშტარია კარტოგრაფებისთვის წერილების მიწერის ინიციატივით გამოდის

09/10/2020 08:18:03 საზოგადოება

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაკავებულ კარტოგრაფებს – ივერი მელაშვილსა ნატალია ილიჩოვას გამამხნევებელი წერილები ციხეში გაუგზავნონ.

"ასეთი იდეა მინდა, გაგიზიაროთ: სანამ ივერის და ნატალიას ვიხსნით უსამართლო პატიმრობიდან, შეგვიძლია, ციხეში გავამხნევოთ. პირველი დღეები ციხეში ყველაზე მძიმეა. ბევრი ადამიანი FB–ზე წუხს ამ უსამართლობაზე, მათ მდგომარეობაზე. ეს ემოცია ვაქციოთ სასარგებლოდ და დღეიდან დავიწყოთ მათთან წერილების გაგზავნა - გავამხნევოთ, გავუზიაროთ ჩვენი ემოცია. დარწმუნებული ვარ, უცხო ადამიანებისგან მიღებული წერილები მათ ძალიან გააძლიერებს.წერილის გაგზავნა ხდება ნებისმიერი ფოსტიდან ამ მისამართებზე: ივერი მელაშვილი, №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) - პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ნატალია ილიჩოვა, №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) - ქალთა სპეციალური დაწესებულება თუ დრო არ გაქვთ, გამომიგზავნეთ მე ტექსტი, სახელი გვარი და ტექნიკურად მე მოვაგვარებ გავაგზავნი თქვენი სახელით",- სთაქვაზობს მსურველებს ხოშტარია.

სასამართლომ დაკავებულ კარტოგრაფებს 8 ოქტომბერს პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ასევე: კარტოგრაფების საქმე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S