ენდელაძე: "ამჟამად ყველაზე საშიში არის თბილისი"
09/10/2020 07:19:42 საზოგადოება
ამჟამად ყველაზე საშიში არის თბილისი და უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ დილის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“, – აღნიშნა ენდელაძემ.
ცნობისთვის: გასული 27 საათის განმავლობაში თბილისში კორონავირუსული ინფექციის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც დედაქალაქისთვის ანტირეკორტდია.
იხილეთ ასევე: როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით


