Accentnews.ge
ვინ იყვნენ გასული დღე–ღამის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტები

ვინ იყვნენ გასული დღე–ღამის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტები

09/10/2020 07:13:45 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილ 6-ვე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა, სხვადასხვა ღონისძიების გატარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

„1 პაციენტი გარდაიცვალა გორში - 58 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით; ბათუმში გარდაიცვალა 68 წლის პაციენტი, რომელსაც ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები, ქობულეთში გარდაიცვალა 2 პაციენტი - 55 და 61 წლის ქალები და ქუთაისში გარდაიცვალა 81 წლის ქალბატონი – ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და შესაბამისად, მათი გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 752 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 866 გამოჯანმრთელდა, ხოლო 72 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 338.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

იხილეთ ასევე: როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S