საქართველოში COVID-19–ის 500–ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ექვსი პაციენტი გარდაიცვალა
09/10/2020 06:47:12 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 752 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 866 გამოჯანმრთელდა, ხოლო 72 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 338.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.
იხილეთ ასევე: თბილისი ანტირეკორდს ამყარებს – როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით


