სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შეზღუდვები დაწესდა
09/10/2020 06:15:30 საზოგადოება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში გადაადგილება შეიზღუდა. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ 60 წლამდე ასაკის ქალს, რომელიც ერისიმედში აჭარიდან დაბრუნდა, კონტაქტი ჰქონდა სოფლის ბევრ მცხოვრებთან.
ჯერ-ჯერობით დადასტურებულია, რომ კორონავირუსი აქვს ინფიცირებული ქალის ქმარსაც.
ერისიმედში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
სოფლის შესასვლელში განთავსდა სამედიცინო კარავი და მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ერისიმედის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
სოფელ ერისიმედში 320-მდე მოსახლეა. უმეტესობა აჭარიდან განსახლებული ეკომიგრანტია.


