Accentnews.ge
გორში მე-3 საჯარო სკოლა დროებით დაიკეტა

გორში მე-3 საჯარო სკოლა დროებით დაიკეტა

08/10/2020 17:03:43 საზოგადოება

გორში მე-3 საჯარო სკოლა დროებით დაიკეტა. აღნიშნულის მიზეზი კოვიდ-ინფიცირებული მოსწავლის ძმა გახდა, რომელიც დღეს სკოლაში გამოცხადდა.

სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტის შესახებ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს აცნობა. ერთობლივი გადაწყვიტილებით, სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

„შაბათს ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს კი სკოლაში მისი ძმა მოვიდა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. როდესაც ვიკითხეთ, თუ რატომ მოვიდა ეს ბავშვი, გვითხრეს, რომ მშობელმა გამოუშვა. ჩემთვის თითოეული ბავშვის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. ამიტომ მივმართეთ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებს და ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები დაკვირვების ქვეშ იქნებიან. მანამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება", - განაცხადა მე-3 სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი, გარდაიცვალა 3 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 225 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 553 გამოჯანმრთელდა, 66 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S