Accentnews.ge
ოსკარზე საქართველო „დასაწყისს“ წარადგენს

ოსკარზე საქართველო „დასაწყისს“ წარადგენს

08/10/2020 13:57:34 საზოგადოება

საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი კანდიდატი ფილმი დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ იქნება.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს სამი ქართული ფილმი იბრძოდა. მათ შორის საუკეთესო კინოცენტრის მიერ მსახიობებისგან, რეჟისორებისგან და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

გადაწყვეტილება სპეციალურმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით, ფილმების ნახვის შემდეგ მიიღო.

ოსკარის რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება, ნომინაციები კი 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S