Accentnews.ge
რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: "გერმანიაში კორონავირუსის გავრცელება შესაძლოა, უკონტროლო გახდეს"

რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: "გერმანიაში კორონავირუსის გავრცელება შესაძლოა, უკონტროლო გახდეს"

08/10/2020 10:05:19 მსოფლიო

რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლოთარ ვიელერი არ გამორიცხავს, რომ გერმანიაში ახალი კორონავირუსის გავრცელება უკონტროლო გახდეს.

"არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენების მომავალში. შესაძლოა, დღეში 10 000–ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს. შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელება უკონტროლო გახდეს. ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება", – განაცხადა ვიელერმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ძალიან მაშინებს სადღეისოდ არსებული ვითარება, გთხოვთ დაიცავით რეკომენდაციები", – მიმართა მან მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში გერმანიაში Covid-19–ის 4 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ კი – 2 828.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსს 9 652 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 300 000–ზე მეტი შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 061 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 36 403 000–ზე მეტი ადამიანი, 27 420 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი, გარდაიცვალა 3 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 225 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 553 გამოჯანმრთელდა, ხოლო 66 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S