კირილი კარანტინში იმყოფება
08/10/2020 09:20:54 მსოფლიო
რუსეთის პატრიარქი კირილი კარანტინში იმყოფება. მას კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა. პატრიარქი ჯანმრთელად არის და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმირ ლეგოიდა იუწყება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 73 წლის რუსეთის პატრიარქმა გადადო ტრადიციული ვიზიტი სამების ლავრაში სერგი რადონოჟელის ხსენების დღესთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ უწმინდესის თვითიზოლაცია მაგალითია პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების და ზრუნვისა გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის“ , - განაცხადა ლეგოიდან.


