COVID-19 კიდევ ორ მოსწავლეს დაუდასტურდა
08/10/2020 08:59:48 საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციის ექვს ახალი შემთხვევიდან ორი „ჯიპისის“ აფთიაქის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია, ოთხი ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. მათი ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
ინფიცირებულთა შორის ორი გორის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
„თვითიზოლაციაში შიდა ქართლში 303 პირია გადაყვანილი. ინფიცირებულთა შორის ორი მოსწავლეა და ორივე კლასში სასწავლო პროცესი დღეიდან ონლაინრეჟიმზე გადავა. ინფიცირების წყარო ორის შემთხვევაში ცნობილია და ეს „ჯიპისის“ აფთიაქის კლასტერია. ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანი.


