Accentnews.ge
მსოფლიო ბანკი – პანდემიის გამო მსოფლიოში 200 მილიონზე მეტ ადამიანს "უკიდურესი სიღარიბე" ემუქრება

მსოფლიო ბანკი – პანდემიის გამო მსოფლიოში 200 მილიონზე მეტ ადამიანს "უკიდურესი სიღარიბე" ემუქრება

08/10/2020 08:54:41 მსოფლიო

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, Covid-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში 200 მილიონზე მეტ ადამიანს "უკიდურესი სიღარიბე" ემუქრება.

"თუ აქამდე მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში დაახლოებით, 115 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა, სადღეისოდ შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იგივეს უქადის დამატებით 88 მილიონ ადამიანს", ნათქვამია მსოფლიო ბანკის უკანასკნელ ანგარიშში.

”ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, 2020 წელს მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა გაიზრდება", – აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 061 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 36 403 000–ზე მეტი ადამიანი, 27 420 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი, გარდაიცვალა 3 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 225 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 553 გამოჯანმრთელდა, ხოლო 66 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S