Accentnews.ge
პანდემიის გამო მოსკოვში კრემაციების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა

პანდემიის გამო მოსკოვში კრემაციების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა

08/10/2020 08:19:22 მსოფლიო

კორონავირუსული ინფექციის პანდემიის დროს მოსკოვში კრემაციების რაოდენობა თითქმის 40%-ით – 72%-მდე გაიზარდა, - იუწყება РБК დედაქალაქის სასაფლაოების ოპერატორი კომპანიის – სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება "რიტუალის" ხელმძღვანელ არტიომ ეკიმოვზე დაყრდნობით.

მისივე თქმით, ადამიანის ვირუსისგან გარდაცვალების შემთხვევაში “რიტუალის” თანამშრომლები ნათესავებს მის კრემირებას სთავაზობდნენ და მათი დიდი ნაწილი თანხმდებოდა.

2020 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის აქტუალური სტატისტიკის დასახელებისგან ეკიმოვმა თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას ამჟამად არ ფლობს, საშუალოდ კი, მისი თქმით, მოსკოვში წელიწადში დაახლოებით 120 ათასი მაცხოვრებელი კვდება.

ცნობისთვის: ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვში 55 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა, რაც 10 ივნისიდან მაქსიმალური მაჩვენებელია. დედაქალაქში ვირუსისგან გარდაცვალების შემთხვევათა საერთო რაოდენობამ კი, ოფიციალური ინფორმაციით, 5 497 შეადგინა.

თუმცა დემოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის მკვლევარების ვარაუდით, ეს მონაცემები თითქმის ორჯერაა შემცირებული, - იუწყება გამოცემა "Baza”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S