Accentnews.ge
სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა

08/10/2020 07:55:08 მსოფლიო

სომხეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით ინფიცირების 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში სომხეთში ინფიცირების 54 473 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 45 312 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 004 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 061 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 36 403 000–ზე მეტი ადამიანი, 27 420 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი, გარდაიცვალა 3 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 225 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 553 გამოჯანმრთელდა, ხოლო 66 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S