ვინ იყვნენ გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19–ით გარდაცვლილი პაციენტები
08/10/2020 07:29:40 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან გარდაცვლილი სამი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
გარდაცვლილები არიან 52 წლის მამაკაცი, 62 და 84 წლის ქალბატონები.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტის ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თანმხლებ დაავადებებს.
ამ დროისთვის, აჭარის კოვიდკლინიკებში 472 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში.
რაც შეეხება კოვიდ–სასტუმროებს, იქ 903 პირი იმყოფება, 800-მდე პაციენტი კი ბინაზე მკურნალობს.
ცნობისთვის: აჭარაში კორონავირუსის შემთხვევები იკლებს. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 220 შემთხვევა გამოვლინდა, 230 კი გამოჯანმრთელდა.


