Accentnews.ge
აჭარაში იკლებს, თბილისში იმატებს: როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

აჭარაში იკლებს, თბილისში იმატებს: როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

08/10/2020 07:13:26 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, აჭარის რეგიონში COVID-19–ის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, თუმცა იმატებს თბილისში.

"ყველა ინფიცირებულის წყარო ცნობილია, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება: თბილისში იმატებს, ჯერ არ არის ეს დრამატული მატება, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. იცით, რომ პირველ სექტემბრამდე 1510 იყო ინფიცირებული და უკვე თვენახევარში 8 ათასს ასცდა“,– აღნიშნა ენდელაძემ დილის ტრადიციულ ბრიფინგზე.

რეგიონების მიხედვით გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 472 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 230

თბილისი – 134

იმერეთი – 68

სამცხე–ჯავახეთი –8

ქვემო ქართლი – 8

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 8

შიდა ქართლი – 6

მცხეთა–მთიანეთი – 5

კახეთი –5

ენდელაძის თანახმად, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 4 672 აქტიური შემთხვევაა ფიქსირდება, მათგან 60 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა – 59 მართვით სუნთქვაზეა, მათგან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პირი, ხოლო 3 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 225 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 553 გამოჯანმრთელდა, ხოლო 66 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 338. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S