Accentnews.ge
საბერძნეთმა ბაქოდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია

საბერძნეთმა ბაქოდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია

08/10/2020 07:18:12 მსოფლიო

აზერბაიჯანის ბრალდებების გამო საბერძნეთმა ბაქოდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია, – იუწყება DW.

ათონმა აზერბაიჯანის ბრალდებებს “სრულიად უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი” უწოდა».

გარდა ამისა, საბერძნეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ ათონში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარა და ბერძნული მხარის პროტესტი გამოუცხადა.

ბაქომ საბერძნეთის ხელისუფლება ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ კიბერშეტევებისა და ტერაქტების განსახორციელებლად ქვეყნის ტერიტორიაზე მოხალისეების შეკრებისა და წვრთნის დაშვებაში დაადანაშაულა.

მანამდე სომხეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, კონსულტაციებისთვის გაიწვიოს ელჩი ისრაელიდან აზერბაიჯანისთვის ებრაული იარაღის მიწოდების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S