Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 200–ს გადააჭარბა

საქართველოში COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 200–ს გადააჭარბა

08/10/2020 06:57:21 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პირი, ხოლო 3 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 225 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 553 გამოჯანმრთელდა, ხოლო 66 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 338. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S