Accentnews.ge
ბოლო 5 თვეში პირველად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 5 თვეში პირველად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

07/10/2020 19:31:01 მსოფლიო

ბოლო 5 თვეში პირველად, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადების 3 678 შემთხვევა გამოვლინდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა ქვეყანაში 36 061 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 333 940 შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ქუჩაში გადაადგილებისას პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ განაცხადა. ​მისივე თქმით, შესაბამისი აკრძალვა ძალაში 9 ოქტომბრიდან შევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S