რადიო „იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
07/10/2020 14:47:48 საზოგადოება
რადიო „იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო „იმედი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ინფიცირებული გადაყვანილია სტაციონარში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
რადიო „იმედის“ ცნობით, თანამშრომელი შვილისგან დაინფიცირდა.
"აღსანიშნავია, რომ ვირუსის აღმოჩენამდე, მას რადიოს ოფისთან და თანამშრომლებთან კავშირი არ ჰქონია. „რადიო იმედმა“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ოფისში ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები და პრევენციის მიზნით შეზღუდა გადაცემები, სადაც მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ. ეპიდემიოლეგებისა და ინფექციონისტების თქმით, გარემო, რომელშიც ვმუშაობთ არის უსაფრთხო და დაცული“, - ნათქვამია რადიო „იმედის“ მიერ გავრცლებულ განცხადებაში.


