COVID-19–ით ინფიცირებული პირების კონტაქტებთან მიმართებაში ახალი განკარგულება ამოქმედდა
07/10/2020 10:50:42 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი თვითიზოლაციასა და კარანტინში ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის.
გამყრელიძის თანახმად, თუ ინფიცირებულთან კონტაქტირებულ პირებს სიმპტომები არ გამოუვლინდებათ, იზოლაციიდან 12 დღის შემდეგ ასევე ტესტირების გარეშე თავისუფლდებიან.
„გუშინდელი რიცხვით დამტკიცებულია განკარგულება იმ ჯგუფების, ვინც ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას და იმ ჯგუფებში განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული ინფიცირებულთან კონტაქტირებულ ადამიანებზე. კონტაქტირებული ადამიანი ყოველგვარი ტესტირების გარეშე, დაუყოვნებლივ, გადადის თვითიზოლაციაში და 12 დღის შემდეგ თუ ის არის უსიმპტიმო, ყოველგვარი ტესტის გარეშე არის თავისუფალი. მაგრამ თუ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ კონტაქტირებულ პირს დაეწყება რამე მსუბუქი სიმპტომიც კი, რგორიც არის დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ხველა ან ოდნავ სუნთქვის გაძნელბვა, აუცილებელია მან შეატყობინოს ექიმს და ის აუცილებლად ექვემდებარება PCR ტესტირებას. თუ ის იქნა დადებითი, შემდგომ მისი მართვა მიმდინარეობს შესაბამისი პროტოკოლით, როგორც ინფიცირებული ადამიანის,“- განაცხადა გამყრელიძემ.


