დღეს COVID-19–ით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა
07/10/2020 10:42:48 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი ტიპის ვირუსს 63 პაციენტი ემსხვერპლა.
ცნობისთვის: 7 აგვისტოს დილით ცნობილი ოთხი პაციენტის გარდაცვალების შესახებ იყო, მათგან ვირუსს ორი პაციენტი აჭარაში ემწსხვერპლა, ერთი – თერჯოლაში და ერთი – თბილისში.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარაში პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა.
ცნობისთვის: დღეს ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდგინდა, 348 კი გამოჯანმრთელდა
ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 9753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


