Accentnews.ge
COVID-19–ის მართვაში ჩართულ მედპერსონალს ხელფასი 50%–ით გაეზრდება

COVID-19–ის მართვაში ჩართულ მედპერსონალს ხელფასი 50%–ით გაეზრდება

07/10/2020 09:33:53 საზოგადოება

კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასი 50%–ით გაეზრდებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„დეტალურად მოხდა გათვლა იმ სახელფასო ფონდის და ექიმების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომელიც მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: სხვადასხვა კლინიკების მედპერსონალმა რამდენჯერმე გამართა გამოთქვა პროტესტი ხელფასების სახელფასო დავალიანების შესახებ, მათ შორის საელმწიფოს მხრიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S