Accentnews.ge
აშშ–ში კორონავირუსმა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე გრიპის ბოლო ხუთმა სეზონმა

აშშ–ში კორონავირუსმა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე გრიპის ბოლო ხუთმა სეზონმა

07/10/2020 09:39:58 მსოფლიო

აშშ–ში ახალმა კორონავირუსმა დაახლოებით 9 თვის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ბოლო 5 წლის განმავლობაში გრიპის სეზონმა, - იუწყება CNN.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, Covid-19-მა აშშ – ში დაახლოებით 9 თვის განმავლობაში 210 700 – ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამ მაჩვენებლით, დაავადებისგან დღეში საშუალოდ 867 ადამიანი იღუპება.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, გასულ წელს გრიპის სეზონზე [ოქტომბრიდან მაისამდე] ქვეყანაში 22 000 ადამიანი დაიღუპა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეში დაახლოებით, 91 ადამიანია.

აშშ კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 7,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S