Accentnews.ge
იაპონური მედია - "საქართველომ ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის შეკავებაში წარმატებას მიაღწია"

იაპონური მედია - "საქართველომ ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის შეკავებაში წარმატებას მიაღწია"

07/10/2020 09:21:12 საზოგადოება

იაპონური გამოცემა ,,ნიკეი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით ,,რა შეიძლება ვისწავლოთ საქართველოში გატარებული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების მაგალითზე“ და წერს, რომ "საქართველომ ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის შეკავებაში წარმატებას მიაღწია. მონაცემი გერმანიასთან შედარებით, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა, 10-ჯერ ნაკლებია. მიიჩნევა, რომ ქვეყნის პოლიტიკა მოსახლეობისათვის მონაცემებზე დაფუძნებული, არგუმენტირებული ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოების ქცევის შეცვლაზეა ორიენტირებული".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, "ქვეყნის წარმატების გასაღები მდგომარეობს იმ გარემოებაში, რომ მოსახლეობისათვის მონაცემთა მიწოდებითა და განმარტებით ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თითოეული პირის ქმედებამ ვირუსის გავრცელებაზე":

,,10 ათას კაცზე გარდაცვლილთა რაოდენობა, ევროპისა და რეგიონის 54 ქვეყანას შორის, ვატიკანის ტაჯიკეთისა დ სლოვაკეთის შემდეგ ყველაზე დაბალია. იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, თეიმურაზ ლეჟავა სიამაყით აღნიშნავს, რომ „მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ავანგარდში მეცნიერები იდგნენ“. წარმატების გასაღები მდგომარეობს იმ გარემოებაში, რომ მოსახლეობისათვის მონაცემთა მიწოდებითა და განმარტებით ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თითოეული პირის ქმედებამ ვირუსის გავრცელებაზე. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ადამიანებს შორის გარკვეული მანძილის, იგივე „სოციალური დისტანციის“ დაცვა. გამოითვალეს, თუ როგორ შეიცვლებოდა ინფიცირებულთა და საავადმყოფოში თავისუფალი ადგილების თანაფარდობა სხვადასხვა სცენარების მიხედვით; თუ მთელი მოსახლეობა დაიცავდა სოციალურ დისტანციას, თუ მხოლოდ 20% დაიცავდა და სხვ. რის შემდეგაც მოსახლეობას განუმარტეს ამ მონაცემთა მნიშვნელობა. მთავარი როლი მეცნიერებმა შეასრულეს. დედაქალაქის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, მარინა ეზუგბაია საავადმყოფოს წინ თითქმის ყოველდღე პრესკონფერენციას მართავს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ის ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკის გარდა, კლასტერის წარმოშობის ადგილებს და სხვ. მონაცემების შესახებ დაწვრილებით განმარტავს. საქართველომ აგვისტოს ბოლოს უცხოელთათვის გრძელვადიან ვიზებზე აპლიკაციების მიღება დაიწყო. ეს პროექტი ტურისტულ ადგილებსა და კურორტებზე დასვენებასთან ერთად მუშაობის (ე. წ. „Worcation” ) შესაძლებლობაზე მსოფლიოში არსებული მოთხოვნას ითვალისწინებს და ტურისტთა კლებით დაზარალებული ტურიზმის აღდგენას ისახავს მიზნად. ამ და სხვა გზებით ეკონომიკის კვლავ გახსნამ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია. შემდგომ ეტაპებზე ქვეყნის გამოწვევას ვირუსის გავრცელების შეკავებასა და ეკონომიკის გახსნას შორის ბალანსის დაჭერა წარმოადგენს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S