Accentnews.ge
ვინ იყვნენ ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ით გარდაცვლილი პაციენტები

ვინ იყვნენ ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ით გარდაცვლილი პაციენტები

07/10/2020 07:13:22 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი თერჯოლაში და ერთი - თბილისში.

ენდელაძის თანახმად, პაციენტებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„4 გარდაცვლილია, მათ შორის 2 არის აჭარაში - 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი, თანმხლები დაავადებებით. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალი, რომელიც თერჯოლაში გარდაიცვალა. ასევე თბილისში გარდაიცვალა 83 წლის კაცი იყო“,-განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9 753 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 235 გამოჯანმრთელდა, ხოლო 62 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 230. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ენდელაძის ცნობით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 4 518 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 58 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S