Accentnews.ge
ფილფანის ოჯახმა მოზარდის მპოვნელისთვის ფულადი ჯილდო დააწესა

ფილფანის ოჯახმა მოზარდის მპოვნელისთვის ფულადი ჯილდო დააწესა

07/10/2020 07:07:28 საზოგადოება

18 ივლისს გაუჩინარებული მოზარდის ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის მპოვნელისთვის 50 000-ლარიან ჯილდოს აწესებს. ამის შესახებ ფილფანის ოჯახმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ფილფანის დედის თქმით, 30 000 ლარს გადაიხდიან ინფორმაციისთვის, რომელიც ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში დაეხმარებათ.

"ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაოებს აფერხებს, ამიტომ გვსურს, ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. თუ კი იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს - 30 000 ლარის ოდენობით. ჩვენთან კონტაქტი შესაძლებელია ტელეფონის, ფოსტის, სოციალურ ქსელის, შუამავლების დახმარებით ან თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გზით. ჩვენ ვიძლევით კონფიდენციალურობის გარანტიას და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ოჯახი თქვენ დევნას არ დაიწყებს", - ამბობს ფილფანის დედა ქსენია ფილფანი.

ილია ფილფანი 18 ივლისს დილით სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S