Accentnews.ge
COVID-19–ის შემთხვევები აჭარაში იკლებს, ხოლო თბილისში მატულობს: განაწილება რეგიონების მიხედვით

COVID-19–ის შემთხვევები აჭარაში იკლებს, ხოლო თბილისში მატულობს: განაწილება რეგიონების მიხედვით

07/10/2020 06:59:18 საზოგადოება

კორონავირუსის ახალი შემთხვევები აჭარის რეგიონში იკლებს, თუმცა თბილისსა და იმერეთში იმატებს. კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების 508 შემთხვევა საქართველოს რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 259

თბილისი– 101

იმერეთი – 91

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 25

გურია – 8

ქვემო ქართლი – 5

მცხეთა–მთიანეთი – 5

შიდა ქართლი – 2

კახეთი – 2

ენდელაძის ცნობით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 4 518 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 58 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9 753 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 235 გამოჯანმრთელდა, ხოლო 62 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 230. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S