საქართველოში COVID-19–ის 500–ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 პაციენტი გარდაიცვალა
07/10/2020 06:33:51 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9 753 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 235 გამოჯანმრთელდა, ხოლო 62 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 230. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


