თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია
07/10/2020 05:12:48 საზოგადოება
თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია.
ტექნიკური ხარვეზის გამო მოძრაობა შეზღუდულია ვარკეთილიდან მეტროსადგურ „სამას არაგველამდე“.
როგორც თბილისის მეტროპოლიტენში აცხადებენ, ადგილზე ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და მოძრაობა მალე აღდგება.
განახლება
მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იყო პარალიზებული. ამ დროისათვის კი მოძრაობა აღდგენილია და შეფერხებაც აღმოფხვრილი.


