Accentnews.ge
აშშ უცხოელი კვალიფიციური მუშახელისთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეზღუდვას გეგმავს

აშშ უცხოელი კვალიფიციური მუშახელისთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეზღუდვას გეგმავს

07/10/2020 05:10:51 მსოფლიო

აშშ უცხოელი კვალიფიციური მუშახელისთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეზღუდვას გეგმავს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა შეუზღუდავს ამერიკულ კომპანიებს უცხოელების დასაქმებას, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. თეთრ სახლში ახალი რეგულაციის აუცილებლობას კორონავირუსის პანდემიის გამო გაზრდილი უმუშევრობის ფონზე, ამერიკელი დასაქმებულების დაცვით ხსნიან.

ახალი რეგულაცია აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა და საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა ერთობლივად შეიმუშავეს. ის H-1B სავიზო პროგრამით ჩასული პირებისთვის კომპანიებს გაზრდილი მინიმალური ანაზღაურების გადახდას ავალდებულებს. ამასთან, შემცირდება იმ პროფესიების ჩამონათვალი, რომლითაც შესაძლებელი იყო აღნიშნული კატეგორიის სამუშაო ვიზის მიღება.

ახალი წესი დეკემბრის დასაწყისში უნდა შევიდეს ძალაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში დონალდ ტრამპმა გარკვეულ სფეროებში სამუშაო ვიზების გაცემა წლის ბოლომდე აკრძალა, რის მიზეზადაც პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის გაზრდილი დონე დაასახელა. აშშ-ის სავაჭრო პალატამ და რამდენიმე კომპანიამ ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S