Accentnews.ge
ცერცვაძის თქმით, 2-3 კვირაში საქართველოში დიდი ალბათობით ხელმისაწვდომი იქნება „რემდესივირი“

ცერცვაძის თქმით, 2-3 კვირაში საქართველოში დიდი ალბათობით ხელმისაწვდომი იქნება „რემდესივირი“

06/10/2020 17:35:31 საზოგადოება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID - 19-ის სამკურნალო საშუალებების შესახებ ისაუბრა.

„2-3 კვირაში საქართველოში, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება დღეისთის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება – „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები. თუმცა, ჯერ მათი გარანტირებული ეფექტურობა დადასტურებული არ არის“, – თქვა ცერცვაძემ.

იმუნოლოგის განმარტებით, მონოკლონური ანტისხეულები ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება:

„ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას. მონოკლონური ანტისხეულები „COVID-ის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მისი დანიშნულებაა, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. ამ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდა დაიწყო აშშ-ში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის. ახლა მიმდინარეობს ონლაინტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება".

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 245 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 4 887, გარდაიცვალა 58 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S