Accentnews.ge
აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

06/10/2020 16:13:53 საზოგადოება

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 243 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამრიგად, ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1868-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოდან გაეწერა 15 პირი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 655–ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S