Accentnews.ge
"დღევანდელი რიცხვის გაორმაგებას კლინიკური სექტორი გაუძლებს, უფრო ზემოთ, არ ვიცი"

"დღევანდელი რიცხვის გაორმაგებას კლინიკური სექტორი გაუძლებს, უფრო ზემოთ, არ ვიცი"

06/10/2020 16:11:30 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების სადღეისოდ არსებული მაჩვენებლის გაორმაგებას კლინიკური სექტორი გაუძლებს, თუმცა გაუძლებს უ არა კიდევ უფრო მომატებულს, ცერცვაძემ არ იცის.

"მინიმუმ დღევანდელი რიცხვის გაორმაგებას კლინიკური სექტორი გაუძლებს, უფრო ზემოთ, არ ვიცი - ჯერ საკმარისი რესურსი გვაქვს",– აღნიშნა ვერცვაძემ.

მისივე თქმით, რთული სათქმელია, სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყნის კლინიკური სექტორი დატვირთვას ვერ გაუძლებს.

„იმისი მარჟა რაოდენობრივი, რომ 500-დან 600 პაციენტამდე ვმართავთ და როგორ იქნება 700 - ზე, 900 - ზე ან 1500 - ზე, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ამ რაოდენობას ჯერჯერობით ძალიან წარმატებით ვმართავთ და სრულფასოვნად. არცერთი პაციენტი არ დარჩენილა ტესტის, ექიმის კონსულტაციის და ვისაც სჭირდება, კლინიკაში მოთავსების გარეშე. სიკვდილობა არის საოცრად დაბალი. სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყნის კლინიკური სექტორი ვერ გაუძლებს დატვირთვას, როგორც ეს მოხდა ევროპის ქვეყნებში თავის დროზე, ზუსტად ვერ გეტყვით. ჯერ საკმარისი რესურსი და მარაგი გვაქვს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის: ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 4 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9245 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4887 გამოჯანმრთელდა, ხოლო 58 გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S