საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრის ადგილი შეიცვალა
06/10/2020 14:04:11 საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციa უეფაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2020-2021 წლების სეზონის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაა. შესაბამისად, ერევნის ნაცვლად ნაკრებები ერთმანეთს პოლონეთის ქალაქ ტიხში დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.


