Accentnews.ge
ISFED: დასპონსორებული დისკრედიტაციული Facebook–კამპანიის უკან ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას

ISFED: დასპონსორებული დისკრედიტაციული Facebook–კამპანიის უკან ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას

06/10/2020 11:12:16 პოლიტიკა, საზოგადოება

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" კვლევით, ოპოზიციის წინააღმდეგ მართულ დისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართული სამი "ფეისბუქ"–გვერდის: "არქივი • Archive", "პოლიტიკური მოთვალთვალე" და "დავასრულოთ" უკან ია მეტრეველის დაარსებული ორგანიზაცია "დავასრულოთ" დგას.

ISFED-ის ცნობით, 7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში "ფეისბუქის" რეკლამების ბიბლიოთეკა სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "დავასრულოთ" დარეგისტრირდა.

12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" "დასრულებაა".

სამართლიანი არჩევნების თანახმად, 22 სექტემბრიდან "ფეისბუქ"–გვერდების "არქივი • Archive"-ის, "პოლიტიკური მოთვალთვალე" და "დავასრულოთ" დასპონსორებული პოსტების შესაბამისი დეკლარირების ველში თანხის გადამხდელად ორგანიზაცია "დავასრულოთ" მიეთითა, ხოლო საკონტაქტო ინფორმაციად ამავე ორგანიზაციის მისამართი და სატელეფონო ნომერი განთავსდა.

ISFED წერს, რომ გვერდებმა, "პოლიტიკური მოთვალთვალე" და "არქივი • Archive", ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აქტიური მადისკრედიტირებელი და ქართული ოცნების მხარდამჭერი კამპანია შექმნისთანავე წამოიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S