Accentnews.ge
გერმანიის პარლამენტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

გერმანიის პარლამენტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

06/10/2020 10:02:24 მსოფლიო

გერმანიის პარლამენტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ვოლფგანგ შოიბლემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დეპუტატებს შორის დისტანცია 2 მეტრზე ნაკლებია, ისინი ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე. რაც შეეხება ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლას, მიკროფონთან საუბრისას კანონმდებლებს პირბადის მოხსნის საშუალება ექნებათ.

ბოლო პერიოდში გერმანიაში Covid-19-ის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 9 616 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 300 000–ზე მეტი პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S