"კორონავირუსის 4 358 აქტიური შემთხვევიდან, 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა"
06/10/2020 07:29:30 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, სადღეისოდ საქართველოში ახალი კორონავირუსის 4 358 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
"კორონავირუსის 4 358 აქტიური შემთხვევიდან, 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 55 პაციენტიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი", – განაცხადა ენდელაძემ.
ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 4 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9245 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4887 გამოჯანმრთელდა, ხოლო 58 გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


