როგორც ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით
06/10/2020 07:03:35 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს, თუმცა გუშინდლთან შედარებით შემთხვევების რაოდენობა მცირედით შემცირებულია.
მისივე თქმით, გუშინდელ მონაცემებთან შედარებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებაა თბილისში.
რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსული ინფექციის 549 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 348
- თბილისი –99
- იმერეთი – 59
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 19
- მცხეთა – 10
- გური– 3
- კახეთი –3
- შიდა ქართლი –4
- ქვემო ქართლი – 1
- სამცხე–ჯავახეთი – 1
- რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1
ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 4 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9245 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4887 გამოჯანმრთელდა, ხოლო 58 გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


