Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირებულმა ტრამპმა კლინიკიდან გამოსვლისთანავე პირბადე ფოტოგრაფების წინ დემონსტრაციულად მოიხსნა (ვიდეო)

კოვიდ–ინფიცირებულმა ტრამპმა კლინიკიდან გამოსვლისთანავე პირბადე ფოტოგრაფების წინ დემონსტრაციულად მოიხსნა (ვიდეო)

06/10/2020 06:18:03 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდა. კოვიდინფიცირების გამო დონალდ ტრამპი ამ დრომდე უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა გუშინ "Twitter"–ში პირად გვერდზე დაწერა, რომ "თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ და საავადმყოფოს ტოვებს".

კლინიკადან გამოსვლისას მან პირბადე ფოტოგრაფების წინ დემონსტრაციულად მოიხსნა და ხალხს მიმართა, არ შეეშინდეთ ვირუსის და ნუ მისცემენ COVID-19-ს დომინირების უფლებას.

ტრამპის მოწოდებებს ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა. კრიტიკოსების აზრით, მიუღებელია ამერიკელებს უთხრა, თითქოს კორონავირუსი საშიში არ არის, რადგან ყოველდღიურად დაავადებით ათასობით ადამიანი იღუპება.

პრეზიდენტ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს კორონავირუსი, იგი კვლავ გადამდებია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) პროტოკილის თანახმად, იგი უნდა დაავადების დადასტურებიდან მინიმუმ 10 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. ინფიცირებულია პირველი ლედი, მელანია ტრამპიც. მოგვიანებით, 3 ოქტომბერს დონალდ ტრამპი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კორონავირუსი დაუდასტურდა ტრამპის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელსა და თეთრი სახლის პრესმდივანსაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S