Accentnews.ge
რომელ ასაკობრივ კატეგორიას დაუდასტურდა საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

რომელ ასაკობრივ კატეგორიას დაუდასტურდა საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

05/10/2020 16:27:17 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი 30-59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია, –ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC​) მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

"საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მაქსიმალური ასაკი 95 წელს, ხოლო მინიმალური - 1 თვეს შეადგენს. 0-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი ინფიცირებულთა შორის 13,4%-ს შეადგენდა. ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი, კერძოდ 51.5%, 30-წლიდან 59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ინფიცირებულთა 18.5% კი 60 წელს გადაცილებულია", – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, PCR ტესტირებით დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევათა შორის 51% კაცი, ხოლო 49% ქალი იყო.

საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8696 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 52 გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 578 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S