არსებული ინფორმაციით, გორში მოწამლვის სიმპტომები 200–ზე მეტ პირს აღენიშნება
05/10/2020 13:03:40 საზოგადოება
გორის კომბინატის დასახლებაში მდებარე #7–ე სკოლის 230 მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადდა. როგორც სკოლის დირექტორი მოსწავლეების მშობლებზე დაყრდნობით აცხადებს, ბავშვები მოიწამლნენ.
„სკოლაში არ გამოცხადებულა 230 მოსწავლე მშობლების ინფორმაციით, ბავშვები მოწამლულები არიან, თუმცა იმის დადასტურება, ეს სასმელი წყალია თუ არა, ჩემს კომპეტენციაში არ შედის. სამმა პედაგოგმა ვერ შეძლო მოსვლა“,– განაცხადა დირექტორმა.
ცნობილია, რომ ბოლო ბოლო ორი დღის განმავლობაში კლინიკას მოწამლვის სიმპტომებით 80–მდე მოზარდმა მიმართა, რაც შეეხებათ დანარჩენებს, ისინი ბინაზე გადიან მკურნალობას.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს.
კომპანიის ცნობით, პარალელურად, სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
„ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონცამებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. გაერთიანებული წყალომარაგების კომაპნია განაგრძობს წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი. პარალელურად, სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ წყალმომარგების კომპანია გორში, ყოველდღიურად იღებს წყლის სინჯებს სხვადასხვა ლოკაციიდან. გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.


